суббота, 29 ноября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლაქსია

დღევანდელი დღე დავიწყეთ აქამდე ნასწავლი მასალის გამეორებით. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანზო შეკითხვებზე, ბლოგზე დავწერეთ და ერთმანეთს დავუკომენტარეთ. ვიმუშავეთ დროის ჩარჩოზე და ბოლოს მუშაობა დავიწყეთ პრეზენტაციაზე. ამით დავამთავრეთ მეორე მოდული.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:
  • რატომ იცვლიან ადამიანები საცხოვრებელ ადგილს?
თემატური კითხვები:
  • სად არის საცხოვრებლად საუკეთესო ადგილი?
  • რატომ ანებებენ თავს ყველაფერს ემიგრანტები და მიდიან უცხო ქვეყანაში?
  • რატომ წავიდნენ ქართველები საქართველოდან?
შინაარსობრივი კითხვები:
  • ჩამოთვალე მიგრაციის გამომწვევი მიზეზები.
  • რა არის მიგრანტი?
  • რა არის რეემიგრანტი?

вторник, 25 ноября 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

მე ვისწავლე ამ დღეს ბლოგის შექმნა და მისი გამოყენება, ასევე შევძელი ჩემი პირველი პოსტიც გამეთავსებინა ინტერნეტ სივრცეში.

ჩემი პროექტის იდეა


საქართველოში მიგრაცია არის პრობლემური საკითხი, საქართველოს ტოვებს მოსახლეობის დიდი ნაწილი. მსჯელობს საქართველოში არსებული მიგრაციის პროცესების გამომწვევ მიზეზებზე, ნაკადებზე, სიხშირეზე და უკავშირებს მათ ქვეყნის-ეკონომიკური განვითარების დონეს. სოციოლოგიური გამოკვლევის ანკეტის საფუძველზე ატარებს გამოკითხვას, მსჯელობს საქართველოში მიგრაციული პროცესების განვითარებაზე და შედეგებს წარმოადგენს კლასის წინაშე. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს შიდა და გარე მიგრაციული პროცესების შედეგად გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე და მსჯელობს სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლო გზებზე.